ახალი გზა რუსეთიდან

კადიროვი საქართველოსთან დამაკავშირებელ ახალ გზას და რკინიგზას ააშენებს

ჩეჩნეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს მიმართულებით როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მაგისტრალების აშენებას გეგმავს. ამის შესახებ რუსული სააგენტო ИТАР-ТАСС იუწყება.

„ჩვენ ვაპირებთ საავტომობილო გზა და რკინიგზა ავაშენოთ, ამაზე ვმუშაობთ რუსეთის მთავრობასთან. სააკაშვილი ცოტა ხნის წინ წავიდა, „ნამსხვრევები“ კიდევ რჩებიან საქართველოში, საქართველოსთან ურთიერთობა ჯერ ვერ მოვაგვარეთ, ამიტომ ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის საქართველოსთან ურთიერთობა პრობლემურია. მაგრამ იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ქართველი ხალხი ჩვენთან კეთილ და ძმურ ურთიერთობას დაამყარება და მაშინ დაიწყება გზების მშენებლობა, კულტურული ურთიერთობა", - განაცხადა რამზან კადიროვმა გროზნოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რუსეთი უკვე ახორციელებს პროექტს, რომელიც ჩრდილო კავკასიის კიდევ ერთი რეგიონიდან - დაღესტნიდან, საქართველოს მიმართულებით ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

 

კომენტარები