ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

ბოკერია: ჩვენი ვალია, ეს პოლიტიკური შიზოფრენია მშვიდობიანად, სწრაფად დავასრულოთ

ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ დღეს ყველამ, ვინც უსმინა დღეს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს. რომ შევაჯამოთ, პრემიერმინისტრი ასე ხედავს ვითარებას - ქვეყანაში ყველაფერი ჯამში არის კარგად; ეკონომიკაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, სოციალურ საკითხებში ყველაფერი მიდის წინ, პირველ ადგილზე ვართ რეგიონში; პუტინი არ არის მტერი, მაგრამ მტერია სააკაშვილი და პოლიტიკური ოპონენტები, ზოგადად; უკრაინას უნდა გავემიჯნოთ; თავდაცვის სამინისტროს განცხადება შინაარსით არის აბსოლუტურად ადეკვატური, ანუ მან დაადასტურა ის, რისი ეჭვიც გვქონდა - რომ ეს მისი დაწერილი განცხადება იყო, ივანიშვილის მითითებით, სავარაუდოდ. ეს არის, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, პოლიტიკური შიზოფრენია. სხვა დიაგნოზი აქ არ არსებობს და ჩვენი - ყველას ვალიც კი არის, რომ ეს პოლიტიკური შიზოფრენია მშვიდობიანად, დემოკრატიულად, არჩევნების გზით, რაც შეიძლება, სწრაფად დავასრულოთ.

ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენციას აფასებს.

კომენტარები