ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

ღარიბაშვილი: რუსეთის პოლიტიკა არის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმული

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

ოკუპირებულ ტერიტიტორიებთან მიმართებით რუსეთის მხრიდან ძალიან ცუდი სიგნალები მოდის - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით რუსეთის მხრიდან ცუდი სიგნალები მოდის და ეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობას არ წაადგება.

„მიუხედავად ჩვენს მიერ წარმოებული კონსტრუქციული პოლიტიკისა რუსეთის მიმართებაში, ძალიან, მე ვიტყოდი არაადეკვატური იყო ის ნაბიჯი რაც გადმოიდგა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მე ვგულისხმობ გაფორმებულ ხელშეკრულება აფხაზეთის დეფაქტო მთავრობასთან და ასევე დაანონსებულ შეთანხმებას, რომელსაც აპირებენ გააფორმონ ცხინვალის დეფაქტო მთავრობასთან. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი სიგნალია და ეს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას არ წაადგება“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობა პრაგმატულ კონსტრუქციულ პოლიტიკას აწარმოებს.

„ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულები ისეთ საკითხებში რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე რაიმე კომპრომისს“ - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით საგარეო უწყება, მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას წარმატებით ახორციელებს.

„საგარეო უწყებამ რაც განახორციელო იყო ძალიან ეფექტური, არის და კიდევ გრძელდება. ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაგმული ეს პოლიტიკა“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, ის წინა ხელისუფლების კრიტიკას ვერ და არ მიიღებს.

„წინა ხელისუფლების ბრალია, რომ ასზე მეტი ახალი სოფელი, ტერიტორიები დავკარგეთ“ - განაცხადა პრემიერმინისტრმა.  

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას პუტინთან შეხვედრის მზაობა აქვს, თუმცა შეხვედრა, უბრალოდ შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს.

კომენტარები