ტრანსპორტი

რუსულმა TRANSAERO-მ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან გაფრთხილება მიიღო

airliners.net

რუსულმა ავიაკომპანია Transaero-მ 23 დეკემბერს თბილისი-მოსკოვის რეისი რეგულარული ფრენების ნებართვის გარეშე შეასრულა. კომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სგანომაკლისო შემთხვევის სახით ჩარტერული რეისის შესრულების ნება დართო. კომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან რამდენჯერმე მიიღო შენიშვნა, რომ ფრენების ნებართვის გარეშე საკუთარი ბილეთების რეალიზაცია არ მოეხდინა.

რუსეთის მეორე უმსხვილესმა ავიაკომპანია Transaero-მ თბილისი-მოსკოვის რეგულარული რეისები შესრულებსითვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნოემბრის თვეში მიმართა. ნებრათვის მიღებამდე კომპანიამ აღნიშნულ რეისზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო, ბილეთების უნებართვოდ გაყიდვის გამო სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Transaero რამდენჯერმე გააფრთხილა და გაყიდვების შეჩერების რეკომენდაცია მისცა, თუმცა Transaero-მ გაყიდვები არ შეაჩერა, მომხმარებელთა დაცვის მიზნით კი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Transaero-ს ერთჯერადი გამონაკლისის სახით ჩარტერული რეისის შესრულების უფლება მისცა. 

ქართული ავიაკომპანია აირზენა რუსული კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლას ქართული ავიაციის მიზანმიმართული განადგურების მცდელობად აფასებს.

დღეისათვის თბილისი-მოსკოვის რეგულარულ რეისებს ერთი ქართული კომპანია აირზენა და ორი რუსული კომპანია Aeroflot და Siberia Airlines ასრულებენ. რუსული კომპანიების ბილეთების ფასი ქართულზე ნაკლებია, რასაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში რუსული კომპანიებისთვის უფრო ხელმწისავდომი საწვავის არსებობით ხსნიან.

კომენტარები