გიგა ბოკერიას ინტერვიუ

ბოკერია: პროპუტინური ბურჯანაძის პარტიის წევრები მაღალ თანამდებობებს იკავებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგა ბოკერის განცხადებით, პროპუტინისტური ბურჯანაძის პარტიის წევრები ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობეს იკავებენ.

"პროპუტინური ბურჯანაძის პარტიის წევრები მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ბურჯანაძის 4 თანაპარტიელი იკავებს მთავრობაში მაღალ თანამდებობას. მაგალითად, ბურჯანაძის თანაპარტიელია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ღირსიაშვილი, აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარე ყოლბაია, ასევე ბურჯანაძის თანაპარტიელები არიან ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებიც" - განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერში გიგა ბოკერიამ.

ოკერიამ უსაფრთხოების თვალსაზრისით ხელისუფლების 2 წლის პოლიტიკაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მოქმედი მთავრობა დასავლური კურსისგან დისტანცირდება.

"გაუშვეს ყველა, ვინც მსჯავრდებული იყო საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში. დაივიწყეს ქართველები, რომლებიც ცრუ ბრალდებებით რუსეთის ციხეებში სხედან. რეპრესიებით გაანადგურეს კონდაზვერვა, რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოში რუსულ აგენტურას" - განმარტა ბოკერიამ.

მისივე შეფასებით, წარუმატებელი იყო ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკაც, რისი შედეგეიც დაკარგული სამუშაო ადგილები და პრქტიკულად გაჩერებული ბიზნესია. გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლების ორწლიანი პოლიტიკის შედეგად ქვეყანამ ყველა მიმართულები უკან გადადგა ნაბიჯი.

კომენტარები