გიგა ბოკერიას ინტერვიუ

ბოკერია: ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის რეცეპტი ხელისუფლების შეცვლაა

გიგა ბოკერია
tabula.ge

ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის რეცეპტი არაკომპეტენტური და ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლაა.

"სავაჭრო დეფიციტი აქვს საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ შორს დგას იმისგან, სადაც უნდა იყოს კეთილდღეობის თვალსაზრისით. დიდი ხანია ცნობილია, რომ ეს სავაჭრო დეფიციტი უნდა დაბალანსდეს ტურიზმით, დოლარის შემოსვლით და პირდაპირ ინვესტიციებით. ფაქტია, რომ ახლა ნაკლები დოლარი შემოდის ქვეყანაში." - განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერში გიგა ბოკერიამ.

ბოკერიამ ასევე პრემიერის რანგში ივანიშვილის დავოსში ვიზიტი გაიხსენა. მისი თქმით, ის დავოსში ინვესტორებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ინვესტირებით იყვნენ დაინტერესებულები. 

"საქართველოს მთავრობის პასუხი იყო ის, რომ საქართველო არის კატასტროფა და აქ ფულის ჩადება არ შეიძლება" - აღნიშნა ბოკერიამ.

ბოკერიამ მთავრობა არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ინვესტორებთან არ მუშაობს და მდიდარი ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებს სავიზო რეჟიმით ებრძვის. სწორედ ამ მდგომარეობიდან გამოსავლის რეცეპტად ბოკერია ხელისუფლების შეცვლას ასახელებს. 

კომენტარები