რუსეთ-ცხინვალის ხელშეკრულება

სურკოვი: რუსეთ-ცხინვალის ხელშეკრულებას ხელი იანვარში მოეწერება

surkov.livejournal.com

"ხელშეკრულებას რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელი იანვარში მოეწერება",- ამის შესახებ ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა.

სურკოვის თქმით, ახალი ხელშეკრულება უსაფრთხოებისა და სოციალურ სფეროში ინტეგრაციის გაღრმავებას ემსახურება. სურკოვმა აღნიშნა, რომ ნავთობის ფასების დაცემა რუსეთს აზარალებს, თუმცა, ეს არ უნდა აისახოს სამხრეთ ოსეთზე, რომელიც მოსკოვისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ამბობენ, რომ ცხინვალსა და მოსკოვს შორის ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ისინი თვლიან, რომ აღნიშნული შეთანხმება სახიფათო იქნება, ამიტომ ამ საკითხის ირგვლივ ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს.

კომენტარები