საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მესამე კვარტალში 5,6% შეადგინა

Facebook.cpm/Babilon Tower

2014 წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.6% შეადგინა. 2013 წლის შესაბამის პერიოდში ზრდამ მხოლოდ 1.4% შეადგინა.

გასული წლების მანძილზე 2010-2012 წელბში, მესამე კვარტალში ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 7,5%-ს შეადგენდა. 

2014 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა. წელს საქართველოს ბიუჯეტით 5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის დაგეგმილი, ხოლო გასულ წელს კი ეკონომიკის ზრდამ 3% შეადგინა. 2015 წელსაც საქართველოს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

სექტორების მიხდევით ყველაზე დიდი 17%-იანი ზრდა სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა, საფინანსო სექტორში წელს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო. წელს სამთომოპოვებით სექტორში 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ პრიეორიტეტად გამოცხადებულ სოფლის მეურნეობის სექტორში ზრდამ მხოლოდ 1,4% შეადგინა. 

ეკონომიკის 5%-იანი ზრდის ტემპის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 14 წლის შემდეგ გაორმაგდება, ხოლო 7%-იანი ზრდის შემთხვევაში კი მისი მოცულობა კი 10 წლის შემდეგ გაორმაგდება. საქართველოს ეკონომიკა რამდენჯერმე უნდა გაორმაგდეს, რომ მისი მშპ საშუალო ევროპული ქვეყნის მშპ-ს გაუტოლდეს.

საწარმოო საქმიანობიდან ეკონომიკაში შემოსული თანხების თითქმის 80% მსხვილი ბიზნესოპერაციებიდან არის. მცირე და საშუალო ბიზნესები ეკონომიკის საწარმოო ბრუნვის დანარჩენ 20%-ს შეადგენენ. 80%-მდეა მსხვილი ბიზნესების მიერ გამოშვებული პროდუქციის წილიც მთლიანად საწარმოო ბაზარზე. 

ამასთან ერთად წვრილი და მსხვილი საწარმოების საშუალო ხელფასებს შორის დიდი სხვაობაა, მსხვილ ბიზნესში საშუალო ხელფასი 1000 ლარს აჭარბებს, ხოლო საშუალო და მცირე საწარმოებში მისი მოცულობა საშუალოდ 400 ლარით ნაკლებია. 

ეკონომიკურ ზრდაზე 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებაში არსებული პრობლემები უარყოფითად აისახება, მთავრობამ დარჩენილი დღეების მანძილზე 800 მილიონ ლარზე მეტი უნდა აითვისოს.

კომენტარები