undefined

ღარიბაშვილი: საყდრისს არავითარი კულტურული ღირებულება არ ჰქონდა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საყდრისს არავითარი კულტურული ღირებულება არ ჰქონდა. ღარიბაშვილის თქმით, ობიექტს ძეგლის სტატუს 2006 წელს მიენიჭა და მას შემდეგ, რაც ყოფილმა მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სტატუსი მოხსნა, "მართალია პროცედურული დარღვევებით" - ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს მიმართვა დააკმაყოფილა. ბრალდება, რომ მთავრობა არ აქცევს ან ნაკლებ ყურადღებას აქცევს კულტურულ მემკვიდრეობას ან ძეგლებს და არქეოლოგიურ ობიექტებს, ღარიბაშვილის თქმით, "არის ძალიან უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო".

"ჩვენ წინაშე ორი მოცემულობაა - ერთი მხრივ არის კომპანია, რომელიც პრაქტიკულად დახურვის პირასა. ამ კომპანიაში მუშაობს 3 ათასზე მეტი ადამიანი, ანუ ამდენი ოჯახი იღებს ხელფასს. 2012 წელს კომპანიის სახელფასო ბიუჯეტი შეადგენდა 35 მილიონ ლარს, 2013 წელს 41 მილიონ ლარს და 2014 წელს, სულ რაღაც ნახევარი მილიონი ლარი იქნა გაცემული, რადგან კომპანია გაკოტრების პირას არის მისული. ჩვენ ამ ინვესტორებთან შეხება არ გვაქვს, ეს მოხდა იქამდე, ვიდრე სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, მაშინ შემოვიდნენ ისინი და 300-400 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოიტანეს საქართველოში. ჩვენ გვაქვს არჩევანი, 3 ათასი ოჯახი დარჩეს დასაქმების და ხელფასების გარეშე, თუ არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის დასკვნის საფუძველზე სტერილური ობიექტია? რომელი გვირჩევნია? არ მახსოვს, წლების განმავლობაში ვინმეს ეხსენებინოს საყდრისი-ყაჩაღიანი", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები