საყდრისი-ყაჩაღიანი

საია საყდრისის თემაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით, პარლამენტს თხოვნით მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში საგამოძებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც დაადგენს, რამდენად კანონიერად მოეხსნა საბადოს ძეგლის სტატუსი და რამდენად კანონიერად განახლდა იქ სამუშაოები.

ზემოაღნიშნული მოთხოვნით, საია პეტიციას პარლამენტს მომავალ კვირას გაუგზავნის, მანამდე კი ნებისმიერ მსურველს მასზე ხელმოწერა შეეძლება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თვლიან, რომ ამ საკითხზე გამოძიება უკვე მიმიდინარეობს და ორი პარალელური გამოძიება არ შეიძლება.

კომენტარები