საზოგადოებრივი აზრი სენატის მოხსენებაზე

ამერიკელები ტერორიზმში ბრალდებულთა გაძლიერებული მეთოდით დაკითხვას ამართლებენ

businessinsider

სენატის მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ დაკითხვის გაძლიერებულ მეთოდებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქალაქეთა აზრი გამოიკითხეს.

გამოცემა The Washington Post საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ამერიკელთა დიდი ნაწილი ე. წ. დაკითხვის გაძლიერებულ მეთოდებს მთლიანად, ან ნაწილობრივ ამართლებს. ამ მეთოდებს შორისაა წყალში დახრჩობის იმიტაცია, უძილოდ დატოვება და სხვა ხერხები, რომლებსაც მოხსენებაში წამების კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული.

Pew-ს კვლევითი ცენტრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, მთლიანად ან ნაწილობრივ ამ მეთოდებს 56% ამართლებს, ხოლო 57% - CBS news-ის გამოკითხვის მიხედვით, 53% კი The Washington Post-ის და ABC news-ის გამოკითხვის მიხედვით, იმ პირობით, რომ ასეთი დაკითხვის შედეგად დაზვერვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფორმაციას მოიპოვებს.

The Washington Post აღნიშნავს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმება სენატის მოხსენებაში მოყვანილ არგუმენტს იმის შესახებ, რომ ამ ხერხებით სასარგებლო ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა.

კომენტარები