ქუცნაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რატიფიკაციაზე დასწრებაზე მიესალმება

ზაქარია ქუცნაშვილის Facebook-ის გვერდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით მიესალმება.

"მივესალმები პრეზიდენტ მარგველაშვილის ამ გადაწყვეტილებას - სტრასბურგში წაბრძანებას და რატიფიკაციაზე დასწრებას. ეს მისი მხრიდან სწორი და დროული გადაწყვეტილებაა, იქიდან გამომდინარე, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურს, უმაღლესი წარმომადგენლობითი უფლებით აღჭურვილ პირს. ასე რომ, სტრასბურგში მისი ჩასვლა და ამ მნიშვნელოვან სარიტუალო პოლიტიკურ ღონისძიებაზე დასწრება მნიშვნელოვანია",- თქვა ქუცნაშვილმა.

ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი რატიფიკაციის პროცესს დაესწრება, დღეს გახდა ცნობილი. მის გარდა, ევროპარლამენტში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე იქნებიან. 

ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს საქართველოს მთავრობიდან არავინ ესწრება.

კომენტარები