ვიზა-ლიბერალიზაცია

საქართველოს ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია ეწვია

საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში, თბილისს ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია ეწვია. ვიზიტის მიზანია, შეაფასოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლიმენტაციის მეორე ფაზაში, დოკუმენტაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები. მეორე ფაზის იმპლემენტაციის პროცესში ეს საქართველოში ევროკავშირის ექსპერტების პირველი მისიაა.

2015 წლის დასაწყისში საქართველო უმასპინძლებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-2, მე-3 და მე-4 ბლოკების შემფასებელ მისიებს. ევროკომისია შეიმუშავებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს პროგრესის ამსახველ ანგარიშს.

2014 წლის 29 ოქტომბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 17 ნოემბერის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო ფორმალურად გადავიდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მეორე დასკვნით ფაზაზე.

კომენტარები