თეორემა

პავლე კუბლაშვილი: ღარიბაშვილი, როგორც პრემიერი, აღარ არსებობს

დეღარიბიზაცია ყველაზე აქტიურად ძალოვან უწყებებში მიმდინარეობს. "მოცულობითი ბავშვი" ჯერ-ჯერობით შს მინისტრის სავარძელს ინარჩუნებს, მაგრამ მისი ყველა საკვანძო მოადგილე თუ დეპარტამენტის უფროსი მოხსნეს.

თუმცა ივანიშვილი მხოლოდ პერსონალის ცვლილებით არ დაკმაყოფილდა და რეპრესიულ აპარატზე საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად სპეცსამსახურებზე ცალკე უწყებად გამოყოფას გეგმავს.

სუსი დე-ფაქტო ისედაც უკვე გამოყოფილია. მას შემდეგ რაც ახალი უფროსი ქართუდან დაუნიშნეს, ეს სტრუქტურა პირდაპირ იმ ბრძენი კაცის დაქვემდებარებაში გადავიდა. ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა აქამდეც ბიძინას ექვემდებარებოდა. ახლა ამ ვითარების ფორმალიზება ხდება. ჩნდება ეჭვი, რომ რეალურად, დემოკრატიზაციაზე საუბრების საფარქვეშ მეტი ავტორიტარიზმისა და პოლიციური სახელმწიფოს გაძლიერებისაკენ იდგმება ნაბიჯი.

რას უკავშირდება ღარიბაშვილის კადრებისგან ხელისუფლების წმენდა, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ივანიშვილი პრემიერსაც შეცვლის, შეიცვლება თუ არა პოლიტიკა - ამ თემაზე ნაციონალური მოძრაობის წევრს, პავლე კუბლაშვილს ვესაუბრებით.

კომენტარები