ავარეთ-კახეთის გზა

დაღესტნის საზღვართან ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა გააპროტესტეს

რუსთავი 2

დაღესტნის საზღვართან დღეს აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ავარეთ-კახეთის გზა რუსული პროექტია და საქართველოს ოკუპაციასა და ანექსიას ემსახურება. მათივე თქმით, "რუსული ტანკებისთვის ავტობანების დაგებას არ დაუშვებენ".

აღსანიშნავია, რომ აქციის დაწყებისას ადგილზე რუსულწარწერიანი მაისურებით ადამიანები გამოჩნდნენ. მათ აქციის ჩაშლა სცადეს.

კომენტარები