ჟენევის მოლაპარაკებები

დონდუა: რუსეთის წარმომადგენლები ცდილობდნენ, NATO-ს თემა შემოეტანათ დისკუსიაში

ტაბულა

ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დასრულდა. განხილვის მთავარი თემა კვლავ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება იყო, რომლის აღებასაც ქართული მხარე რუსეთისგან მოითხოვს. რუსული მხარე კი ისევ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე ამახვილებს ყურადღებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, "რუსეთის წარმომადგენლები ცდილობდნენ, NATO-ს თემა შემოეტანათ დისკუსიაში, რაზეც ჩვენ ვუთხარით, რადგან ეს არ არის ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებების საკითხი". მისივე თქმით, "თუ ვინმეს სურს ამაზე საუბარი, არაფერი დასამალი არა გვაქვს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ NATO-თან, ეს არ არის საიდუმლო. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ სხვა ფორმატში ამაზე ვისაუბროთ."

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლი კარასინმა შეხვედრა ისე დატოვა, რომ მედიასთან არ გამოჩენილა. 

კომენტარები