მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი

გორგოძემ და ზირაქაშვილმა ტრავმების შემდეგ პირველად ითამაშეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წამყვანი მოთამაშეები, მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდნენ.

მორაგბეები ეროვნულ გუნდს ნოემბრის ტესტებში ტრავმების გამო ვერ დაეხმარნენ, შესაბამისად ბორჯღალოსნებმა ტონგას, ირლანდიისა და იაპონიის გუნდებს მათ გარეშე დაუპირისპირდნენ.

კლერმონი მანსტერს ეწვია და ანგარიშით 9:16 გაიმარჯვა. ფრანგული კლუბის რიგებში 69-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე ზირაქაშვილი, გორგოძე კი ტულონს 67-ე წუთიდან ეხმარებოდა ლესტერის წინააღმდეგ შეხვედრაში (25:21 ლესტერის სასარგებლოდ).

 

კომენტარები