საბიუჯეტო კოდექსის ცვლილებების პროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილეს. წარმოდგენილი ცვლილებებით, კოდექსს ემატება საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო იურიდიული პირის განმარტებები და მათ მიერ ბიუჯეტის განსაზღვრის წესები. ცვლილებების მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირები ვალდებულნი ხდებიან, ფინანსური საქმიანობა ხაზინის გავლით აწარმოონ. გამონაკლისის სახით ცვლილებები არ გავრცელდება მარეგულირებელ ორგანოებზე, სამაგიეროდ ის შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს.
ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან სასწავლებლების რექტორები. რვა მათგანმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა და მოითხოვა, რომ მარეგულირებელი ორგანოების მსგავსად, კანონი არც სახელმწიფო უნივერსიტეტებზე გავრცელდეს.




