ბიძინა ივანიშვილის როლი

ღარიბაშვილი: ჯანსაღი, ნორმალური, ღია პროცესია ივანიშვილისთვის აზრის კითხვა

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ბატონი ბიძინა რეკავდეს დეპარტამენტების დონეზე, ერეოდეს მთავრობის საქმიანობაში. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერევა მთავრობის საქმიანობაში, ეს მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო. მე არ დამიმალავს, რომ, როცა საჭიროდ ვთვლით და გვაქვს მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა, მე შეიძლება, მას დავურეკო და ვკითხო აზრი და რჩევა. ამაში დასაძრახი არაფერი არ არის. ნორმალური პროცესია, ყველა ქვეყანაში ხდება, როცა ყოფილ პრემიერმინისტრებს, პრეზიდენტებს ეკითხებიან აზრს. ეს არის ნორმალური, გამჭვირვალე, ჯანსაღი, ღია პროცესი. ჩვენ არასდროს არაფერი არ დაგვიმალავს. ეს არის მთავარი ჩემთვის.

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილის როლზე ჰკითხეს.

კომენტარები