შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს გენინსპექციის უფროსად იოსებ გოგაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად იოსებ გოგაშვილი დაინიშნა. მან ამ პოსტზე ირაკლი სამყურაშვილი შეცვალა.

იოსებ გოგაშვილი აქამდე შსს-ს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გოგაშვილი 1972 წელს, დედოფლისწყაროში დაიბადა.

ცნობისთვის, შსს-ს გენინსპექციის უფროსის პოსტი ირაკლი სამყურაშვილმა 6 დეკემბერს, პირადი განცხადებით დატოვა.

კომენტარები