შერიგების სამინისტროს ანგარიში

ზაქარეიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებები ენდობიან სახელმწიფოს

ტაბულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს სამინისტროს 2-წლიანი მუშაობის შედეგები წარმოადგინა. მისი თქმით, ახლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ენდობა როგორც სახელმწიფოს, ასევე იმ სიკეთეებს, რასაც ის სთავაზობს.

"რომ შევაჯამოთ, არსებითად შეიცვალა კონტექსტი და გადავიტანეთ მთელი ყურადღება კონფლიქტების მიმართულებით აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებზე გასვლით. დაწყებულია პროცესი ურთიერთობების აღდგენისა - უფრო და უფრო მეტი მოქალაქე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ენდობა როგორც სახელმწიფოს, ისე მის სიკეთეებს, რასაც სთავაზობს - ესაა ჯანდაცვა, ესაა განათლება, ესაა ვაჭრობა. უფრო მეტად ხდება მათი გადაადგილება დანარჩენ საქართველოში, ისინი უფრო მეტად მოგზაურობენ და ხედავენ - ნდობა, რა თქმა უნდა, მნშვნელოვანია. ამან ხელი შეუწყო იმას, რომ უკვე დავიწყეთ სხვა პროექტებზე ზრუნვა - ეს არის ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა უშუალოდ გამყოფი ხაზის გასწვრივ, სავაჭრო ცენტრების მშენებლობა. საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა, როგორიცაა გაზიფიცირება, როგორიც არის წყლით მომარაგება, სარწყავი/სასმელი წყალი, სკოლების/საბავშვო ბაღების მშენებლობა, გზების რეაბილიტაცია. ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ხედავს, რა პრინციპული განსხვავებაა იმ პოლიტიკას, რასაც აწარმოებდა წინა ხელისუფლება და დღევანდელ პოლიტიკას შორის", - თქვა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები