უსაფრთხოების შეგრძნების კვლევა

ACT: თბილისელების 33% - უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაცია თბილისში გაუარესდა

ireporter.ge

"ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 33%-ის აზრით უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაცია გაუარესდა, ხოლო 21% მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით დღესდღეობით თბილისში უკეთესი მდგომარეობაა. 46 % კი ფიქრობს, რომ მდგომარეობა იგივე დარჩა.


როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი (75%) ღამით საკუთარ უბანში სეირნობისას თავს სრულიად უსაფრთხოდ ან უსაფრთხოდ გრძნობს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყოველი მეხუთე გამოკითხული თავს საკმარისად დაცულად არ გრძნობს ქუჩაში ღამით. ასევე აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების შეგრძნების ნაკლებობას უფრო მეტად ქალები განიცდიან (დაუცველად - 25%, სრულიად დაუცველად - 7%).

აღნიშნული მონაცემების წინა წლების მსგავს გამოკითხვებთან შედარება ცხადყოფს, რომ თბილისის მოსახლეების უსაფრთხოების შეგრძნება კლების ტენდენციას განიცდის. „ეისითის“ მიერ 2012 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 96% აცხადებდა, რომ ღამით უბანში სეირნობისას თავს უსაფრთხოდ ან სრულიად უსაფრთხოდ გრძნობს.  

კომენტარები