შეხვედრა PACE-ს დელეგაციასთან

ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიემინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იყო, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა, ბორის სილევიჩმა სამწუხარო უწოდა და განაცხადა, რომ ეს საკითხი ევროპის საბჭოს განსახილველ მაგიდაზეა.

ადმინისტრაციისვე ინფორმაციით, ბორის სილევიჩსა და ბას ქლაინთან შეხვედრისას პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობას. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები