ვითარება გროზნოში

გროზნოში ტერაქტის ორგანიზატორად ხელისუფლება ამირ ჰამზატს ასახელებს

AP

გროზნოში ტერაქტის ორგანიზატორი 2011 წელს დომოდედოვოს ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებული ასლან ბატუკაევი, იგივე ამირ ჰამზატია. ამის შესახებ ჩეჩნეთის ხელისუფლებამ განაცხადა.

ოფიციალური ცნობებით, ჩეჩნეთის დედაქალაქის ცენტრში შეიარაღებულ მეამბოხეთა და ძალოვანთა დაპირისპირების შედეგად, პოლიციის 10 თანამშრომელი დაიღუპა და 28 დაშავდა. ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებით, შეტაკებების ადგილზე 9 მეამბოხის ცხედარია აღმოჩენილი. მთლიანად განადგურდა ე. წ. პრესის სახლი, დაიწვა სავაჭრო ცენტრი და ერთ-ერთი სკოლა. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე საკუთარ თავზე კავკასიის იმარატმა აიღო.

კომენტარები