ქუთაისის მერიის ტენდერი

ქუთაისის მერია გოზინაყის შესაძენად, 1000 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს

შესყიდვების სააგენტო

ქალაქ ქუთაისის მერია 800 ცალი გოზინაყის შესაძენად ტენდერს აცხადებს, რომლის ღირებულება 1000 ლარია.

მერიის მოთხოვნების მიხედვით, "გოზინაყი დამზადებული უნდა იყოს ნიგვზისა და ნატურალური თაფლისგან; გოზინაყი უნდა იყოს რომბისებური ფორმის 4X4 სმ; გოზინაყის სიმაღლე - 1 სმ; მიმწოდებელი ვალდებულია გოზინაყის საბოლოო დიზაინი შეათანხმოს შემსყიდველთან".

მერიის ცნობით, გოზინაყს ბავშვებისათვის განკუთვნილი სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებების ფარგლებში ყიდულობენ.

მიმწოდებელმა გოზინაყი შემსყიდველს 2014 წლის 31 დეკემბრის 12:00 საათამდე უნდა მიაწოდოს.

კომენტარები