ლარის კურსი

ხადურის მიერ ანგარიშის წარდგენის პარალელურად, შენობასთან აქცია გაიმართა

რუსთავი 2

სასტუმრო ძველ თბილისთან, სადაც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ანგარიში წარადგინა, საპროტესტო აქცია გაიმართა. სასტუმროსთან შეკრებილები ფინანსთა მინისტრის პოლიტიკას და ლარის კურსის ვარდნას აპროტესტებდნენ. შეკრებილებს შორის იყვნენ იპოთეკარებიც, რომლებმაც ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენეს. აქციის მონაწილეები ნოდარ ხადურთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

ნოდარ ხადურმა გამოსვლისას პენსიის გაზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი წლის განმავლობაში ამ სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ხადურმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო ორგანოზეც ისაუბრა. ანგარიშის წარდგენას მთავრობის წევრები, კერძო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები