საგანგებო დავალებათა ელჩი

საგანგებო დავალებათა ელჩად დავით კერესელიძე დაინიშნა

ტაბულა

საგანგებო დავალებათა ელჩად და საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერად დავით კერესელიძე დაინიშნა. კერესელიძე საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დღეს წარადგინა.

„დავით კერესელიძე დღეიდან იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. პერსონა, რომელიც საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს მიაწვდის ინფორმაციას როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის, გეგმების და პრიორიტეტების თაობაზე, ასევე შეაფასებს და გაგიზიარებთ ჩვენს ხედვას რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენი მიზანია, ამ თანამშრომლობას შევძინოთ ახალი, უფრო საინტერესო მიმართულება და უფრო გავამდიდროთ შინაარსობრივად. ამისთვის ვსწავლობთ სპიკერის ინსტიტუტის სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების საუკეთესო გამოცდილებას“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, დავით კერესელიძე უფლებამოსილი იქნება, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით გაავრცელოს ის განცხადებები, რომლებსაც ეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიციის სტატუსი.

რაც შეეხება კერესელიძის გამოცდილებას, თამარ ბერუჩაშვილის ინფორმაციით, ის კარიერული დიპლომატია და საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს, იყო ძალიან წარმატებული ელჩი დანიასა და ნორვეგიაში, ასევე ისლანდიაში. ბოლო წლების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს შავი ზღვის კვლევის საერთაშორისო ცენტრში, ალტერნატიული გენერალური დირექტორის თანამდებობაზე“, - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

კომენტარები