თეორემა

იეჰოვას მოწმეები შეუწყნარებლობის მოჯადოებულ წრეში

თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უმცირესობათა დაუცველობა და მათ მიმართ შეუწყნარებლობაა. ქართული მედია, ნაცვლად იმისა, რომ ამ პრობლემასთან გამკლავებაში დაეხმაროს საზოგადოებას, ხშირად თავად გვევლინება შუღლის გამღვივებლად.

ცოტა ხნის წინ დისკრიმინაციის მსხვერპლად იეჰოვას მოწმეები იქცნენ - ამჯერად რუსთავი ორის ეთერში. სამწუხაროდ ეს ჩვენი მედიის წესია და არა გამონაკლისი. გამონაკლისი ის არის, რომ ტელეკომპანიამ, განსხვავებით ბევრი სხვა მედიისგან, დაშვებული შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსთან, რუსუდან გოცირიძესთან ერთად შევეცდებით ავხსნათ რა პრობლემას წარმოადგენს მოწყვლადი ჯგუფების სტიგმატიზება მედიის მიერ.

მანამდე იეჰოვას მოწმეთა შევიწროვების ისტორიას შეგახსენებთ.

კომენტარები