უკრაინის უმაღლესი რადა

კიევში ახლადარჩეული უმაღლესი რადას პირველი სხდომა გაიხსნა

უკრაინის უმაღლესი რადა

კიევში უკრაინის ახლადარჩეული უმაღლესი რადას პირველი სხდომა გაიხსნა. სხდომას ქვეყნის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ესწრებიან. დეპუტატებმა საზეიმოდ ფიცი დადეს და პატივი მიაგეს დაღუპულ უკრაინელთა ხსოვნას.

ოქტომბერში არჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის დღის წესრიგში სპიკერის არჩევა და მმართველი კოალიციის დამტკიცებაა. კოალიციაში ხუთი პროდასავლური ძალა - პოროშენკოს ბლოკი, სახალხო ფრონტი, სამოპომიჩი, რადიკალური პარტია და ბატკივშჩინა გაერთიანდა. სპიკერის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატად ვიცეპრემიერ ვლადიმირ გროისმანს ასახელებენ. დღესვე პრეზიდენტმა პრემიერის კანდიდატურა უნდა წარადგინოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამ თანამდებობაზე ისევ არსენი იაცენიუკი იქნება წარდგენილი.  

კომენტარები