უნგრეთმა საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიკაცია მოახდინა

უნგრეთის პარლამენტმა ევროკავშირს, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიკაცია მოახდინა.

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას მხარი 127-მა დეპუტატმა დაუჭირა. რატიფიცირება ძალაში მომავალ კვირას შევა, მას შემდეგ რაც უნგრეთის პრეზიდენტი შესაბამის ბრძანებულებას ხელს მოაწერს.

კომენტარები