წყალი მარგებელი

ISIE-მ კონფერენცია თემაზე "თანამედროვე საზოგადოება და პიროვნება" გამართა

წყალი მარგებელის მხარდაჭერით ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლამ (ISIE ) კონფერენცია "თანამედროვე საზოგადოება და პიროვნება“ გამართა, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები მონაწილეობდნენ.   

შემოსული ნაშრომებიდან კომპეტენტური ჟიურის მიერ 15 საუკეთესო მომხსენებელი შეირჩა, რომლებმაც ისეთ თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა საზოგადოების გავლენა პიროვნებაზე, სოციალური ქსელების როლი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, გენდერი და ქართული საზოგადოება, გლობალიზაციის გავლენები და სხვა.

სტუდენტებმა მოცემული თემები ქართული მაგალითებით განიხილეს  და აუდიტორიას მოცემული პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზები შესთავაზეს. ყველა მომხსენებელს სერტიფიკატი გადაეცა, სამმა საუკეთესო მომხსენებელმა კი სამახსოვრო საჩუქარი მიიღო.

კომენტარები