თეორემა

გაქცეული ლარი

შარშანდელი წლის მსგავსად, ლარის კურსმა წელსაც ვარდნა დაიწყო. ამის ძირითადი მიზეზი შემოდინებული უცხოური კაპიტალის სიმცირესთან ერთად, ხელისუფლების მანკიერი ხარჯვითი პოლიტიკაა - უკეთ რომ განვმარტოთ, საქართვლოს მთავრობა წლის ბოლოს ელოდება იმისთვის, რომ ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები გასწიოს. ლარის ერთბაშად გამოყრა ეროვნულ ვალუტასა და დოლარს შორის ბალანსს არღვევს და ლარის ფასი დოლართან მიმართებით იკლებს.

შარშან, მას შემდეგ, რაც ლარის გაუფასურება დაიწყო, მისი მკვეთრი დაცემის თავიდან ასაცილებლად, ეროვნულ ბანკს დეკემბერ-იანვარში 470 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია ფულის ზედმეტი მასის სტერილიზაციისთვის. შესაბამისად, შემცირდა ეროვნული ბანკის რეზერვები. თუ 2013 წლის ზაფხულში ის 3.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, დღეს მისი მოცულობა დაახლოებით 2.6 მილიარდი დოლარია.

რა შეიძლება მოუვიდეს ახლო მომავალში ლარის კურსს და სავალუტო რეზერვებს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ მსგავსი რყევების თავიდან ასაცილებლად, ამ საკითხებზე ეკონომისტ ბესო ნამჩავაძეს ვესაუბრებით.

კომენტარები