რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმებულ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას.
სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, დააბრუნოს საკუთარი ჯარი კონლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, როგორც უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებში კონკრეტული მიზნების მიღწევის საშუალებას.
აფხაზეთის ანექსია