საკვირაო ქადაგება

ილია მეორე: ღმერთმა ძალა მისცეს ბიძინა ივანიშვილს მომავალი ღვაწლისთვის

ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ ეკლესიას და ვერ მოერევიან იმას, რომელიც აშენებს ეკლესიას - ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას, ყოველკვირეული ქადაგების დროს განაცხადა.

პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილი სამების აშენებაში შეტანილი წვლილისათვის დალოცა.

"დღეს განსაკუთრებული დღეა. ხსენება წმინდისა გიორგისა, დიდისა მოწამისა. დღეს ასევე არის 10 წლისთავი ამ წმინდა ტაძრის, სამების ტაძრის გახსნისა და ამოქმედებისა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიდნენ მას. აი, ასეთი ტაძარი, ასეთი ეკლესია დაამკვიდრა უფალმა ამ წმინდა ადგილზე და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა ამ ტაძრის აშენებისა. დღეს განსაკუთრებით მინდა დავლოცო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უდიდესი წვლილი გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. ღმერთმა შეუწიროს და ღმერთმა ძალა მისცეს მომავალი ღვაწლისთვის. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ ეკლესიას და ვერ მოერევიან იმას, რომელიც აშენებს ეკლესიას" - განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარები