თეორემა

ჯოს-ჯოს - მიტინგების ვადაგასული დრამატურგია

კახა ბენდუქიძის სამძიმრით დაიწყო 15 ნოემბერს ნაციონალურიმოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია - არა ანექსიას. დღევანდელი ჩვენი მსჯელობის თემა არა იმდენად ეს დემონსტრაცია და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა, არამედ მისი ფორმა და ზოგადად, აქციების კულტურა იქნება. ჩვენს სტუმრებთან ერთად განვიხილავთ მასობრივი პოლიტიკური პროტესტის იმ ფორმებს და მეთოდებს, რომლებსაც სხვადასხვა პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური ჯგუფები თუ ცალკეული სამოქალაქო აქტივისტები მიმართავენ. რა არის მათ შორის საერთო, სად არის განსხვავება, როგორია საერთაშორისო გამოცდილება.

სტუმრები: ირაკლი საღინაძე, დავით პაიჭაძე, გიორგი მელაძე, ემზარ ჯგერენაია.

კომენტარები