პრეზიდენტის შეხვედრა რელიგიურ უმცირესობებთან

საქართველოს პრეზიდენტი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა მათგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობასთან შეხვედრისას არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დეტალურად იმსჯელეს.

"დღეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ - ერთი ეთნიკური, მეორე კი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან. ეს ორი თემა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული დისკუსია იმ პრობლემურ თემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ამ მხრივ ვაწყდებით და რომელთა გადალხვაც საქართველოს, ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს იდენტურობას, რადგან ჩვენი ქვეყანა არის ტოლერანტობის კულტურა, ხოლო მეორე მხრივ - უფრო მეტად დაუახლოებს ევროპას, რადგან ეს ის მიმართულებაა, რომლისკენაც მივისწრაფით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები