საარსებო მინიმუმი

ზურაბ ტყემალაძე: 160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს

ამ ეტაპზე პენსიის 10 ლარზე მეტი ოდენობით ზრდა არ ხერხდება. ამას შეიძლება სოციალური დახმარება უფრო ეწოდოს. არ მგონია, პენსიონრები იმას ფიქრობდნენ, რომ 10 ლარი დაცინვა იყოს. 10 ლარი დაცინვა ნამდვილად არ არის, თუმცა მეტით გაზრდა რომ მოხერხებულიყო, უკეთესი იქნებოდა... ამუშავდა სოფლის მეურნეობის პროექტები. დახმარებები სოციალურად დაუცველებს გაეზარდათ. პედაგოგების ხელფასები იზრდება და პენსიონერ პედაგოგს პენსიის მიღების საშუალებაც აქვს. ყველაფერი ეს ერთად რომ დავიანგარიშოთ, მხოლოდ 10 ლარით კი არა, სერიოზული ზრდა გამოდის... პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდა... 160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ჟურნალ გზასთან ინტერვიუში პენსიის ზრდაზე საუბრობს, გამოქვეყნდა gzapress.ge-ზე.

კომენტარები