გზები

პრემიერი: ჩვენი მთავრობა გზებს უფრო სწრაფი ტემპით აგებს

მართლა შთამბეჭდავია ის შედეგი, რასაც [დავით] შავლიაშვილმა მიაღწია ამ ორი წლის განმავლობაში. მინდა ყველას შევახსენო, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების დროს 8 წლის განმავლობაში მოხდა მხოლოდ 70 კმ მაგისტრალის მშენებლობა, მინისტრმა შავლიაშვილმა, მისმა გუნდმა და მისმა წინამორბედმა ორ წელიწადში ერთობლივად შეძლეს 55 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, 550 კმ-ზე მეტი გზის მშენებლობა-შეკეთება-რეაბილიტაცია, 80-ზე მეტი  ხიდის კაპიტალური რეაბილიტაცია და 19 ახალი ხიდის მშენებლობა. ეს არის ის რეალური შედეგი, რითაც ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გასაკეთებელი ძალიან ბევრი გვაქვს.

განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნაზე.

კომენტარები