NATO-რუსეთი

NATO რუსეთს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

რუსეთი უკრაინაში და მის გარშემო ჯარების თავმოყრას აგრძელებს, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისია. სტოლტენბერგის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციას არ შეწყვეტს, მისი საერთაშორისო იზოლაცია გაგრძელდება.

"ეს ძალების სერიოზული კონცენტრაციაა და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან გაიწვიოს საკუთარი ძალები და სამშვიდობო შეთანხმება შეასრულოს. რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციას აგრძელებს. ჩვენ ვხედავთ ჯარების, ტანკების, არტილერიის, საჰაერო თავდაცვის საშუალებების გადაადგილებას. ამ კრიზისის მიზეზი რუსეთის მიერ პროვოცირებული აქციებია. რუსეთს აქვს არჩევანი, გახდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების მონაწილე ან მისი იზოლაცია გაგრძელდება", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები