რესტორან Loft-ში ნაბეღლავმა ფოტოკონკურსში "მიქსტერია - გააგრძელე ზაფხული" გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით ოფიციალურად დააჯილდოვა. 3 კვირიანი შეჯიბრის შედეგად კონკურსში 36 მდე ნამუშევარი შემოვიდა, მათგან კი ჟიურის მოწონება ოთო გორდელაძისა და ზურაბ ლოლაძის ნამუშევრებმა დაიმსახურა.
კონკურსი ნაბეღლავის Facebook-გვერდზე მიმდინარეობდა. "გამოიყენე ნაბეღლავის მინერალური წყალი თქვენთვის სასურველი კოქტეილის მომზადებისას, გადაუღე ლამაზად გაფორმებული ფოტო, გამოგვიგზავნე და დაელოდე გამარჯვებას!“ - ეს იყო ის მოთხოვნა, რომელიც კომპანიამ მონაწილეებს დაუწესა.
ნაბეღლავის ფოტოკონკურსი
ნაბეღლავმა ფოტოკონკურსის მონაწილეები ოფიციალურად დააჯილდოვა
