პრემიერის ყაზახეთში ვიზიტი

ჩხარტიშვილის ყაზახეთში პრემიერის ვიზიტში მონაწილეობას პრესსამსახური უარყოფს

kvira.ge

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახეთში ვიზიტში მონაწილეობას პრემიერის პრესსამსახური უარყოფს. როგორც პრესსამსახურმა ტაბულას განუცხადა, ვანო ჩხარტიშვილის გადაადგილდება მათ მიერ არ კონტროლდება და ჩხარტიშვილი დელეგაციის წევრი არ ყოფილა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ჩხარტიშვილი პრემიერს ყაზახეთში ვიზიტისას ახლდა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გიორგი ბადრიძებ Facebook-ზე გაავრცელა. მისი თქმით, ჟურნალისტებმა, რომლებიც დელეგაციას ახლდნენ, ჩხარტიშვილის იქ ყოფნა არ გააშუქეს.

"ჩემს ჟურნალისტ მეგობრებს მინდა მივმართო: თუ სოფო მოსიძემ და სხვა ჟურნალისტებმა, რომელბიც პრემიერ ღარიბაშვილის ახლდნენ ყაზახეთში, არ გააშუქეს ვანო ჩხარტიშვილის როლი ამ ვიზიტის ფარგლებში, იქნებ თქვენ დაინტერესდეთ რა სტატუსით იყო ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ამ ქვეყანაში პრემიერთან ერთად. ის, რომ იყო, და რომ ღარიბაშვილის თანმხლებმა ჟურნალისტებმა ამის შესახებ იციან, შემიძლია იმ მარტივი ფაქტიდანაც დავასკვნა, რომ დღეს ყველამ ერთად (ჩხარტიშვილის ჩათვლით) ვიფრინეთ ყაზახეთიდან თბილისის მიომართულებით" - წერს ბადრიძე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ოფიციალურად საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერმინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ვიცეპრემიერები - ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

კომენტარები