ტრანსპორტი

თბილისი-მოსკოვის რეისის შესრულებას რუსული კომპანია TRANSAERO მოითხოვს

airliners.net

მოსკოვი-თბილისის რეისის შესრულებას კიდევ ერთი რუსული კომპანია Transaero მოითხოვს, რის შესახებაც ტაბულას სამოქლაქო ავიაციის სააგენტომაც დაუდასტურა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Transaero-მ კვირაში სამი რეისის შესრულების უფლება მოითხოვა. კომპანიისთვის სიხშირის დამტკიცების შემთხვევაში დეიღისთვის არსებული პარიტეტული რეჟიმი შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ ქართული და რუსული კომპანიები რეისებს სრულ პარიტეტულ რეჟიმში კვირაში 14 სიხშირით ასრულებდნენ, ხოლო Transaero-სთვის რეისების დამტკიცების შემთხვევაში რუსულ მხარეს სამი სიხშირით მეტი ექნება. თბილისი მოსკოვის რეისებს დღეისთვის ორი რუსული ავიაკომპანია Aeroflot და Siberia Airlines ასრულებენ.

მოსკოვი-თბილისის რეგულარული რეისები ექვსწლიანი პაუზის შემდეგ 2014 წლის 27 ოქტომბერს ქართულ ბაზარზე Aeroflot-ის დაბრუნებით აღდგა. დღეისათვის რუსული კომპანიების ბილეთების ფასი ქართულზე უფრო ნაკლებია, რასაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში რუსული კომპანიებისთვის უფრო ხელმწისავდომი საწვავის არსებობით ხსნიან, ხოლო ნაციონალური მოძრაობის შეფასებით კი რუსული კომპანიები ქართულ ავიაციას გაკოტრების საფრთხის წინაშე აყენებენ.

კომენტარები