საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილი დღეს ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს და პრემიერმინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდება. დაგეგმილია ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებული მოლაპარაკებები.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერმინისტრთან ერთად იმყოფებიან ვიცეპრემიერები - ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.





