2015 წლის ბიუჯეტი

2015 წლის ბიუჯეტის პროექტს ხადური 14 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე წარადგენს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პარასკევს, 14 ნოემბერს, პარლამენტს წარუდგენს. მისი თქმით, დეპუტატები პროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. დღეს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ.

"5 ნოემბერს შემოვიდა ბიუჯეტის გადამუშავებელი ვარიანტი. პარლამენტის სესიაზე განვიხილავთ და წარადგენს ფინანსთა მინისტრი. პროექტი ისევ გავა პარლამენტიდან და საბოლოო, მესამე ვარიანტი შემოვა, რომელიც 20 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს", - განაცხადა ონოფრიშვილმა და აღნიშნა, რომ გადამუშავებულ ვარიანტში ბიუჯეტი 140 მილიონით არის გაზრდილი შემოსავლების ნაწილში. მთლიანად შემოსავლების ნაწილია 7 მილიარდ 600 მილიონი, ხოლო მთლიანად ბიუჯეტი -  9 მილიარდ 650 მილიონს შეადგენს.

კომენტარები