2015 წლის ბიუჯეტი

ჯაფარიძე: ახალი ბიუჯეტი კიდევ უფრო გააუარესებს საქართველოს ეკონომიკას

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, 2015 წლის ბიუჯეტი ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს საქართველოს ეკონომიკას.

"ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გაუმჯობესდეს, ეკონომიკა წინ წავიდეს. პირიქით, ორიენტირებულია იმაზე, რომ გაიზარდოს სმათავრობო ბიუროკრატია, გაიზარდოს მათ შორის ხარჯები ხელფასებზე, გაიზარდოს ზოგადად მთავრობის ხარჯები, რაც კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს ეკონომიკას" - განაცხადა ჯაფარიძემ.

82 ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტმა მომავალი წლის მთავარი საბიუჯეტო დოკუმენტი დაამტკიცა. ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კომენტარები