ფრანც ლისტის სახელობის საერთაშორისო კონკურსი

ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში ქართველმა გაიმარჯვა

facebook.com/Liszt.Competition

ფრანც ლისტის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში ქართველმა პიანისტმა მარიამ ბაწაშვილმა გაიმარჯვა. კონკურსში მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად ამერიკელმა პიტერ კლიმომ და ჰოლანდიელმა მარჯი ჰანმა დაიკავეს. 

ფრანც ლისტის სახელობის საერთაშორსო საფორტეპიანო კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია პიანისტებისთვის და ის მთლიანად ფრანც ლისტის შემოქმედებისთვისაა მიძღვნილი. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აღნიშნულ კონკურსში ქართველმა პიანისტმა გაიმარჯვა. 2008 წელს კონკურსში პირველი ადგილი ნინო გვეტაძემ დაიკავა.

კომენტარები