ჩიქოვანი: სამხარაულმა და ჯაფარიძემ ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები დატოვეს

ირაკლი ჩიქოვანი
გოჩა ლეჟავა / www.radiotavisupleba.ge

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, გელა სამხარაულმა და გია ჯაფარიძემ ფრაქციის დატოვების თაობაზე განცხადებები უკვე დაწერეს. მისივე თქმით, ფრაქციის შემადგენლობის ცვლილების თაობაზე სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე გაიმართება, სადაც უმრავლესობის დატოვების, ფრაქციის სახელწოდების ცვლილებისა და სხვა მიმდინარე საკითხებს განიხილავენ. ფრაქციას ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების ნაცვლად, თავისუფალი დემოკრატები დაერქმევა. 

კომენტარები