GAME JAM

8-9 ნოემბერს GAME JAM გაიმართება

8-9 ნოემბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი GAME JAM-ს უმასპინძლებს.

GAME JAM თამაშების შემქმნელებს, ვიდეოთამაშებით დაინტერესებულ პირებსა და არა მხოლოდ მათ უმასპინძლებს.

აქ ორი დღის განმავლობაში, გეიმდეველოპერების არაერთი ჯგუფი ოთხ თემაზე თამაშის კონცეფციისა და გეიმფლეის შექმნას შეეცდება.

მთავარი კონკურსის თემები უკვე ცნობილია: ღონისძიების გენერალური სპონსორის, ”ჯეოსელის” თემაა "უსასრულო", ღონისძიების მასპინძელმა თავისუფალმა უნივერსიტეტმა თემად "რობოტი" შეარჩია, ხოლო ერთ-ერთმა ორგანიზატორმა IGDA Georgia-მ - "დიდი აფეთქება". აქვე შემთხვევით შერჩევით დაასახელეს მეოთხე თემაც - "8-ბიტიანი გოძილა აპოკალიფსი" (8 bit Godzilla apocalypse).

ვიდრე გეიმდეველოპერები იმუშავებენ, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი (თავისუფალი და აგარარული უნივერისტეტების ტერიტორია) კომპიუტერული თამაშებით დაინტერესებულ ადამიანებს უმასპინძლებს. GAME JAM-ზე იგეგმება უამრავი ღონისძიება: სპიკერსესიები, რომლის მომხსენებლებიც გეიმდეველოპინგის ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებენ, ასევე ტურნირი ვიდეოთამაშებში, ვიქტორინები, სამაგიდო თამაშები და, რა თქმა უნდა, გაიმართება ქოსფლეი - კოსტიუმირებული შოუ, რომლის გამარჯვებულიც პრიზის სახით Playstation 4-ს მიიღებს.

კომენტარები