ნიკა მელიამ 15 ნოემბრის აქციის შესახებ მერიაში განცხადება შეიტანა

ნიკა მელია
epn.ge

დღეს, თბილისის მერიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციის დროის, მარშრუტისა და ადგილის შესახებ განცხადება შეიტანა. 

"მაშინ, როცა საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ახალი აგრესია და როცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბოლოოდ მიტაცება ხდება, რას აკეთებს ამ დროს ჩვენი ხელისუფლება? ის სამწუხაროდ, ძალიან სამარცხვინოდ დუმს, და როცა ამ ქვეყნის ხელისუფლება სამარცხვინოდ დუმს, სწორედ ხალხმა უნდა აიმაღლოს ხმა. სწორედ ამიტომ 15 ნოემბერს, გაიმართება ძალიან მშვიდობიანი, თუმცა, რიხიანი, ხალხმრავალი, ზეპარტიული საპროტესტო აქცია, სადაც სადაც ამ ქვეყნის მოსახლეობა დააფიქსირებს თავის პოზიციას ამ პრობლემასთან მიმართებით" - განაცხადა მელიამ.

15 ნოემბრის აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აფხაზეთის ანექსიას და ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკას გააპროტესტებს.

კომენტარები