ირაკლი ალასანიას გადაყენება

ირაკლი ალასანია: იანუკოვიჩების მეტი რა გვყავს საქართველოში?

"იანუკოვიჩების მეტი რა გვყავს საქართველოში. პოლიტიკურ ძალებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში," - აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა არჩევანში.

ალასანიას თქმით, მარტივია პარალელის გავლება უკრაინასთან, სადაც გარკვეულმა ძალებმა ქვეყანას დარტყმა სწორედ მაშინ მიაყენეს, როდესაც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე მიდიოდა საქმე. ყოფილი მინისტრის თქმით, საქართველო რუსეთის გეგმებს არ უნდა შეყვეს.

"ეს არის კლასიკური მეთოდი. რაც გააკეთეს უკრაინაში კარგად დავინახეთ. შევიდნენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მოამზადეს საზოგადოების აზრი, განსაკუთრებით იმ ფენებში, რომლებიც პრორუსულად იყვნენ  განწყობილნი და პირდაპირ დარტყმა მიაყენეს მაშინ, როდესაც მიდიოდა საქმე სწორედ ევროპასთან ინტეგრაციის და ასოცირებული შეთანხმების ხელმოწერაზე. რუსეთს თავისი გეგმები აქვს, ჩვენ არ უნდა შევყვეთ ამ გეგმებში. და ჩემი მთავარი ამოცანა იქნება საზოგადოების შეკვრა, საზოგადოების სიფხიზლე და რაც ყველაზე მტავარია, პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება იმისთვის, რომ ჩვენთან არასდროს, აღარასდროს მოხდეს კურსის შებრუნება," - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები